вторник, 12 мая 2009 г.

ჩვენ, სიყვარული გადაგვარჩენს
დიდი განსაცდელი დაგვატყდა თავს თითოეულ ჩვენგანს, სრულიად საქართველოს - დასავლეთს, აღმოსავლეთს… ღვთისმშობლის წილხვედრი მართლმადიდებლური საქართველო მართლმადიდებელი რუსეთის მსხვერპლი გახდა. დიდი ტკივილი მიაყენეს ჩვენს მოსახლეობას. დაიღუპნენ არა მარტო სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაც, ბავშვები ობლად დარჩნენ. იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და სოფლები, უყურებ როგორ სწორდება მიწასთან სახლი, რომელშიც მთელი ცხოვრება გაგიტარებია, წვალებით, ოფლით მოგიგროვებია ყველაფერი და რაც გებადა, წამში ნადგურდება! საშინელებაა! საშინელება ძვირფასი ადამიანი ხელებში რომ გაკვდება. დიდი მწუხარებაა. ყველა ჩვენგანი განიცდის.
ეს განსაცდელი მთელი საქართველოსთვის იყო მოვლენილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომელი გზით უნდა ვიაროთ, ამასაც გადაიტანს და უფრო ძლიერი და უკეთესი გახდება.
მშიერთა დაპურება, მწყურვალთა დაწყურება, სნეულთა მიხედვა, მიცვალებულთა დაკრძალვა, მწუხარეთა ნუგეშისცემა - ეს ის სათნოებებია, რომელთაც უნდა აღასრულებდეს ყველა ქრისტიანი. ეს ყველაზე მეტად ჭირდება დღეს ჩვენს ერს. ღმერთმა მოგვცეს ძალა ბოლომდე სრულყოფილად, მთელი სისავსით ვანუგეშოთ ყველა, მაგრამ ჩვენ ადამიანები-ბავშვები ვართ და ძალა არ შეგვწევს. ღმერთმა შეგვინდოს ამის გამოც.
ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ეს განსაცდელი მალე დასრულდება. რაც მოხდა, რამდენიმე ადამიანზე იყო დამოკიდებული. ვუსურვებთ მათ, გონს მოეგონ და მათ გულსა და გონებაში მშვიდობა დამკვიდრდეს.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერი ღირსეულად გამოვა ამ მდგომარეობიდან, უფრო მეტად განმტკიცდება, გაძლიერდება და ამაღლდება. იმისიც გვჯერა, რომ ყველა დაბრუნდება შინ, მოევლება ყველა დამწვარ სოფელსა თუ სახლს, ყანასა თუ ბარს და უფრო მეტი სიხარული გვექნება, ვიდრე აქამდე განვიცდიდით. ამ სიხარულს ღმერთი მოგვცემს.
საქართველოს დიდი სიხარული და ჭეშმარიტი გაბრწყინება ელის.




გიორგის

გიო,ჩემო მეგობარო!
მინდა რაღაც გიამბო
ამ ლამაზ დღეს კლასელებმა
ცოტა უნდა გაგახაროთ.


მოგილოცავთ იუბილე
მეცამეტე წელიწადი
და გისურვოთ ქვეყანაზე
სიცოცხლე და სიხარული


უფალს შევთხოვთ,რომ ინებოს
დაბრუნება შენი სახლში
შენს მშობლიურ ეზო-კარში
კვლავ ისმოდეს შენი ტაში.


გვინდა გისურვოთ მშვიდობა,
გაგქროდეს სევდა თვალში
შენი ლამაზი ოცნება
აგხდომოდეს შენ ამ წამში.

მინდა დიდი ასოებით,
რომ ჩაწერო შენ ეს თავში
იდღეგრძელე, იმზეგრძელე
შენს გვერდით ვართ მთელი კლასი.



რატი კარელიძე